ზამთრის აქტივობები

თხილამურებზე სრიალი

დღეს გუდაური უმაღლესი სტანდარტების სამთო-სათხილამურო კურორტია შესაფერისი ინფრასტრუქტურითა და ათობით კეთილმოწყობილი სასტუმრო სახლით. ტრასების საერთო სიგრძე 57 კმ-ია და ყველა დონის მოთხილამურისთვის არის გათვალისწინებული. გარდა სამოყვარულო პირველი დონის ტრასისა, აქ ოთხი ტიპის სპორტული ბილიკია: სლალომი, გიგანტური სლალომი, სუპერ სლალომი და ჩქაროსნული დაშვება. თითოეული მათგანის კატეგორია სათხილამურო სპორტის საერთაშორისო საზოგადოების FIS-ის მიერ არის დამტკიცებული. 5 ბაგირგზა ავსტრიულმა კომპანიამ, Doppelmayr-მა ააგო. 2012 წელს ფრანგულმა POMA-მ გუდაურში კავკასიაში ყველაზე გრძელი გონდოლა დაამონტაჟა. ბაგირგზის ქვედა სადგური ზღვის დონიდან 1990 მ-ზე, ზედა კი - 3270 მ-ზე მდებარეობს.

ჰელისკი

გუდაურის რაიონის კავკასიონის მთების უსასრულო და ხელშეუხებელი ფართოდ გაშლილი ფერდობები, თავისი უხვი ნალექით და განსაკუთრებული რელიეფით საშუალებას მოგცემთ განიცადოთ დაუვიწყარი სიამოვნება თხილამურებზე ან სნოუბორდზე სრიალით ხელშეუხებელ თოვლზე. ევროპული კურორტებიდან მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი ჰელისკი.

თქვენ, თქვენმა ოჯახის წევრებმა ან მეგობრებმა ასევე შეგიძიათ ისიამოვნეთ საუკეთესო საჰაერო ტურებით გუდაურის კურორტზე და კავკასიის ხეობებში.

თავისუფალი სრიალი

ღრმა და მშრალი თოვლი გადამწყვეტი ფაქტორია თავისუფალი სრიალისთვის. მიიღეთ სიამოვნება გუდაურის უცნობი და ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში სრიალით.

პარაპლანი

გააკეთე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი იმისათვის, რომ აფრინდეთ და განიცადოთ საუკეთესო პარაპლანირების ხედები საქართველოში.

ზაფხულის აქტივობები

ცხენზე ჯირითი

მიიღეთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ცხენზე ჯირითით. გუდაურის რაიონში ცხოვრება ცხენის გარეშე ყოველთვის წარმოუდგენელი იყო. ცხენზე ჯირითი არა მხოლოდ გართობაა და კარგია თქვენი ჯამრთელობისთვის, არამედ საუკეთესო საშუალებაა სასიამოვნო დროის გასატარებლად.

ჯომარდობა

მოემზადეთ აქტიური ცხოვრების წესისისთვის. თუ თავგადასავალი ეძებს საქართველოში, სცადეთ ჯომარდობა.

ველოსპორტი

აღმოაჩინეთ გუდაური, მთელი თავისი სილამაზით თქვენი ველოსიპეტიდან. განიცადეთ დადებითი ემოციები კავკასიის მთების ბილიკებზე.

ლაშქრობა

ლაშქრობა გუდაურში აერთიანებს რეგიონალურ და ადგილობრივ სამარშუტო ბილიკებს. აღმოაჩინეთ საოცარი ხედები. ლაშქრობა საუკეთესოა თქვენი ჯამრთელობისთვის და გონებისთვის.

პარაპლანით ღრუბლებში

იფრინეთ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ადგილებში. დატკბით ულამაზესი ხედებით ჩიტის ფრენის სიმაღლიდან. იგრძენით თავისუფლება.

ტურები & ღირშესანიშნაობები

საქართველო ცნობილია თავისი ტურებითა და ღირსშესანიშნაობებით. განსაკუთრებით ყაზბეგის რაიონში პოპულარულია ტურისტებისთვის, თავისი მრავალფეროვნებით. თქვენ შეგიძლიათ მოინახულოთ სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი, გერგეტის სამება, გველეთის ჩანჩქერი, დევდორაკის მყინვარი, დარიალის ხეობა, ზემო თრუსოს ხეობა, ხადას ხეობა, ხეობა ართხმო, სოფელი სნო, ჯუთა და სხვა. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ტურები

მთასვლელობა

მყინვარწვერი კავკასიონის ერთ-ერთი ულამაზესი მწვერვალია. ყაზბეგის მყინვარი დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ. ძღვის დონიდან 5047 მეტრიდან ზღაპრული ხედები იშლება მთელს კავკასიონზე.