ოთახები

130 L დან - ღამე

ორ ადგილიანი ოთახი, 1 საერთო ან 2 ცალ-ცალკე ლოგინებით

Gudauri Inn გთავაზობთ დახვეწილ და თანამედროვე ტიპის ოთახებს. კეთილმოწყობილი და კომფორტული ოთახები საუკეთესო არჩევანია თქვენი საოჯახო დასვენებისთვის თუ ბიზნეს მივლინებებისთვის. კლასიკური ოთახებში განთავსებულია ორი ან ერთი ორ ადგილიანი საწოლები, მათ გვერდით კი მოწყობილია სამუშაო მაგიდა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაისვენოთ და თან იმუშავოთ. ოთახს გააჩნია კეთილმოწყობილი სააბაზანო თავისი საჭირო პირობებით, უკაბელო ინტერნეტი, ტელეფონი, საკაბელო ტელევიზია და სხვა, თქვენი სრულყოფილი დასვენებისთვის.
დაჯავშნა
180 L დან - ღამე

სტანდარტული - ორ ადგილიანი ოთახი, 1 საერთო ან 2 ცალ-ცალკე ლოგინებით

სტანდარტული - ორ ადგილიანი ოთახი, 1 საერთო ან 2 ცალ-ცალკე ლოგინებით, კეთილმოწყობილი და სათანადოდ აღჭურვილი სააბაზანოთი, საუკეთესოდ შეეფერება საოჯახო დასვენებას, ბიზნეს მივლინებაში მყოფ ან უბრალოდ მათ ვინც ეძებს განმარტოებას და კონფორტულად მოწყობას. ნომრები აღჭურვილია თანამედროვე ავეჯით, პლაზმური ტელევიზორით, უფასო Wi-Fi, მაგიდით და სხვა პირობებით. ნომრები გაძლეთ საშუალებას მშვიდად დაისვენოთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი დრო.
დაჯავშნა
170 L დან - ღამე

ორ ადგილიანი ოთახი, 1 საერთო ან 2 ცალ-ცალკე ლოგინებით - შშმ პირებისათვის

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუმრებისთვის, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური სასტუმრო ოთახი, რათა მათ, ან მათ თანხმლებ პირებს, იქნება ეს ოჯახის წევრები თუ მეგობრები, შეეძლოთ მეტი კომფორტის და დასვენების მიღების საშუალება. ოთახში არის სატელიტური ტელევიზია, უფასო მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტი, მინი ბარი და სეიფი.
დაჯავშნა
265 L დან - ღამე

სტანდარტული სამადგილიანი ოთახი

სტანდარტული სამადგილიანი ოთახი გთავაზობთ დახვეწილ და კომფორტულ გარემოს, დაუვიწყარი ხედებით კავკასიის მთებზე. ნომრებს გააჩნიათ ტელევიზორი, სამუშაო მაგიდა, სკამი, უფასო ინტერნეტი, მინი ბარი და სეიფი. ყველა ოთახი აღჭურვილია თანამედროვე აბაზანით, თავისი ყველა საჭირო ნივთებით.
დაჯავშნა
275 L დან - ღამე

დელუქსი - 1 საერთო ან 2 ცალ-ცალკე ლოგინებით - აივნით

დელუქს ოთახები ჩვენი სტუმრების მაქსიმალურად სრულყოფილი, თავისუფალი და კომფორტული გარემოს შესაქმნელადაა მოწყობილი. თითოეული ოთახი აღჭურვილია კომფორტული სამუშაო მაგიდებით. დამატებითი კომფორტი და დაძაბულია ჩვენი კლიენტების მეტი დასვენებისთვის და კომფორტისთვის ყველა ოთახს გააჩნიათ აივანი, საოცარი ხედებით.
დაჯავშნა
310 L დან - ღამე

ლუქსი აივნით

ფუფუნებით შექმნილი, დელუქს ნომრები არის საუკეთესო ბიზნეს მივლინებისთვის და დასვენებისთვის, თავისი განსაკუთრებული ფუნქციური და კომფორტული სტანდარტებით. Gudauri Inn- ის დელუქს ნომრები წარმოადგენს მარტივ გზას სრულყოფილი დასვენების მისაღებად, ზუსტად ისე, როგორც თქვენ გსურთ. დელუქს ოთახები თქვენ, თქვენი ოჯახის წევრებს ან კოლეგებს გაძლევთ დამატებით სივრცეს მეტი თავისუფლებისთვის. ამასთან ერთად თქვენ გაქვთ შანსი დატკბეთ კავკასიის მთების დაუვიწყარი ხედებით, თქვენი აივნიდან.
დაჯავშნა
350 L დან - ღამე

საოჯახო ოთახი

იგრძენით თავი საკუთარ სახლში Gudauri Inn-ის საოჯახო ლუქსებში. კეთილმოწყობილი ფართო ოთახები, წარმოადგენს იდეალურ და მყუდრო ოჯახურ ადგილს, რომელიც მოგცემთ განმარტოების და კომფორტის შეგრძნებას. საოჯახო ნომერი შედგება ორი საძინებელისგან და ორი აბაზანისგან, რომელიც უზრუნველყოფს მოგზაურებს მშვიდი გარემოთი, როგორც მთელი ოჯახისთვის, ასევე კომპანიის თანამშრომლებისთვის.
დაჯავშნა