ყაზბეგი

ყაზბეგის ეროვნული პარკი კავკასიონის ქედის ჩრდილო კალთებზე ისტორიულ ხევში მდებარეობს. ყაზბეგის დაცული ტერიტორიები წყვეტილი ტერიტორიებისგან შედგება და მისი საერთო ფართობი 8707 ჰექტარია. ყაზბეგის ეროვნული პარკი მთლიანად მაღალმთიანია. მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა. ბერძნული მითის მიხედვით პრომეთე იყო მიჯაჭვული კავკასიის მთაზე, ხოლო ქართული მითების მიხედვით ცნობილია, რომ ეს იყო ყაზბეგის ყინულოვანი ფერდობები. საქართველოში, პრომეთე ცნობილია როგორც ამირანი. მღვიმე, რომელსაც ამჟამად ეწოდება ბეთლემი იყო ბერების საცხოვრებელი და მოიცავს ბევრ წმინდა ადგილს. ცხელი წყლები, მჟავე და შუშხუნა ტბები მოფენილია მთებზე. 135 კვადრატულ კილომეტრიანი ყაზბეგის მწვერვალი, შესანიშნავი ადგილია ალპინიზმისთვის. ციცაბო ხეობები კარგი ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის, უამრავი არწივი, ქორი და არაჩვეულებრიბი ატმოსფერო.

მეტი... რეზერვაცია

თრუსო

ხეობაში გვხვდება ისტორიულ-კულტურული ძეგლები, ნასოფლარები, მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერიტინები, მყინვარული და მდინარეული ნაფენები. გარშემო ქედებზე თანამედროვე მყინვარებია.

რეზერვაცია

ჯუთა

ულამაზესი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალდასახლებული სოფელი ჯუთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე სნოსწყლის (თერგის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 2200 მეტრი, სტეფანწმინდიდან 20 კილომეტრი.

რეზერვაცია

გველეთის ჩანჩქერი

ჩანჩქერი დაბა სტეფანწმინდიდან 7 კმ-ში, სოფ. გველეთში მდებარეობს. სოფელ გველეთთან მისასვლელად აუცილებელია დაშვება დარიალის ხეობაში, საიდანაც ვიწრო ბილიკით გზა მიდის ჩანჩქერისკენ.

რეზერვაცია

სოფელი სნო

სტეფანწმინდიდან სულ რაღაც 5კმ-ში, თქვენ პატარა სოფლის გადასახვევი შეგხვდებათ, ამ დასახლებას სნოს ეძახიან, ადგილი სადაც პატრიარქმა ბავშობა გაატარა. ეს ადგილი თითქმის დაცლილია მცხოვრებლებისგან, მიუხედავად ამისა, ცოცხალი გარემოა. სოფელში პატარა ეკლესია, ვახტანდ გორგასლის ძეგლი და XVI საუკუნის ციხესიმაგრე დგას.

რეზერვაცია